2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით „ალტას“ ქსელში ყველაზე გაყიდვადი სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ის სმარტფონებია. მეორე ადგილზე კი გაყიდვებში ჩინური კომპანია HONOR-ის სმარტფონებია. მესამე პოზიციას „ალტას“ ქსელში სმარტფონების გაყიდვებით Apple იკავებს.
Business Insider Georgia-ს მიერ „ალტადან“ გამოთხოვილი ყველაზე გაყიდვადი სმარტფონის ბრენდების TOP-5 ასე გამოიყურება:
დღეისათვის „ალტას“ ქსელში Samsung-ის სმარტფონების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და მათი ფასი 249 ლარიდან იწყება და 4999 ლარს აღწევს.
რაც შეეხება Honor-ის სმარტფონებს, მათი ფასი „ალტას“ ქსელში 259 ლარიდან 3399 ლარამდეა.
სმარტფონების სტილის და სიახლის კანონმდებლის Apple-ს iPhone-ს ფასი „ალტას“ ქსელში 1449 ლარიდან 5449 ლარამდეა.
რაც შეეხება Xiaomi-ს მისი სმარტფონების ფასები „ალტაში“ 229 ლარიდან იწყება და 2389 ლარამდე ადის.
Realme-ს სმარტფონების ფასი კი 269 ლარიდან 1199 ლარამდეა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი