დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს PepsiCo (PEP) შემოსავლების 4%-იან ზრდას ელის

წელს PepsiCo (PEP) შემოსავლების 4%-იან ზრდას ელის

20-07-2024 16:42:00

გიზიარებთ ბლოგსPepsiCo (PEP)-მ ახლახან მეორე კვარტლის შედეგები გამოაცხადა. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლების კუთხით კომპანია ანალიტიკოსთა მოლოდინს ჩამორჩა, თუმცა მოგების თვალსაზრისით ექსპერტთა პროგნოზის გადაჭარბება შეძლო.

 

 კომპანიის მიერ გამოცხადებული შემოსავალი $22,5 მილიარდი, ხოლო კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე $2,28 იყო. მიუხედავად იმისა, რომ PepsiCo (PEP)-მ შერეული Q2-ის შედეგები გამოაქვეყნა, ექსპერტები ზრდის პოტენციალის არსებობას ხედავენ.


აქვე აღსანიშნავია, რომ მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა და პროდუქტზე მომატებულმა ფასებმა, შესაძლოა  PepsiCo (PEP)-ს საერთო მოთხოვნაზე გავლენა მოახდინოს. მაღალმა ინფლაციამ მკაცრი სამომხმარებლო ხარჯვითი გარემო შექმნა, რის გამოც მომხმარებლები იაფი ალტერნატივებისა და მოხმარების შემცირებისკენ მიილტვიან. შედეგად, ფაქტი, რომ ბოლო დროს PepsiCo (PEP)-მ ფასების ზრდას მიმართა, მომგებიანობას რისკის ქვეშ აყენებს. 


თუმცა, კომპანია 2024 წელს შემოსავლების 4%-იან ზრდას ელის და აქციონერებისთვის $7,2 მილიარდის ოდენობით დივიდენდებს გაცემასაც გეგმავს. 


საინტერესოა ასევე PepsiCo (PEP)-ს ახალი, გრძელვადიანი პარტნიორობა Yara International ASA-სთან, რათა ევროპაში ფერმერებისთვის მოწინავე კულტურები წარმოადგინონ და საკვების მიწოდების ჯაჭვში ნახშირბადის ემისიები შეამციროს.


Yara უზრუნველყოფს სასუქებსა და ციფრულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ საკვები ნივთიერებების ეფექტურობა და მოსავლიანობა გაზარდოს ისეთი კულტურებისთვის, როგორიცაა უმთავრესად Pepsico-სთვისაც ასე საჭირო კარტოფილი, შვრია და სიმინდი. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ყოველწლიურად 165,000 ტონამდე დაბალი ნახშირბადის სასუქების მიწოდებას, რაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მხარს დაუჭერს დაახლოებით 1,000 ფერმას. 


PepsiCo (PEP)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ. 


*გაითვალისწინე, რომ ეს არის ფინანსური რჩევა.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები