დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის გონივრული საინვესტიციო პლატფორმაზე თანხის შენახვა?

რატომ არის გონივრული საინვესტიციო პლატფორმაზე თანხის შენახვა?

21-07-2024 11:26:00

გიზიარებთ ბლოგს: გარდა იმისა, რომ თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში ინვესტირება უფასოდ, საკომისიოების გარეშე შეგიძლია, კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა წლიური საპროცენტო სარგებელია. 


თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი რომელ აქტივებში დააბანდო თანხა, ან თუ საინვესტიციოდ ხელსაყრელ პერიოდს ელოდები, შეგიძლია თიბისი კაპიტალის გუნდის მიერ მომზადებულ საინვესტიციო გზამკვლევებს გაეცნო. პარალელურად კი, თანხა საინვესტიციო ანგარიშზე შეინახო, რომელზეც წლიური საპროცენტო სარგებელი დაგერიცხება. 


გაითვალისწინე, რომ საპროცენტო სარგებელი (APY) მხოლოდ თავისუფლად ხელმისაწვდომ თანხაზე ირიცხება და არა აქტივებში ინვესტირებულ ფულზე.   


სარგებელი საშუალოდ 3.5%-ს შეადგენს, თუმცა ცვალებადია და პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებებთან და საბაზრო ტენდენციებთან. 


მაგალითად: მიმდინარე წლის აპრილში, მომხმარებლებს 3.52%-იანი, მაისში - 3.64%-იანი, ივნისში კი 3,52%-იანი სარგებელი დაერიცხათ.


საინვესტიციო ანგარიშზე თავისუფალი თანხა, რომელსაც პროცენტი ერიცხება, „ფედერალური დეპოზიტების სადაზღვევო კორპორაციისგან” (FDIC)  250,000$-მდეა გარანტირებული და ყველანაირი რისკისგან დაზღვეული ხარ. 


წლიური სარგებლით თიბისის საინვესტიციო პლატფორმა, შემნახველი ანაბრის ერთგვარი ალტერნატივაა. თანაც, საინვესტიციო ანგარიშზე თანხის შეტანა და გამოტანა ძალიან მარტივია - თანხის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია.
 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები