24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „ერისიონს“ უმასპინძლებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge. გაითვალისწინეთ, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ 10 ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ფასი 30 ლარიდან 80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„ქართული საგანძური“ - ასე ჰქვია ერისიონის შოუ პროგრამას, რომლითაც ანსამბლი წელს უკვე წარსდგა ევროპის 4 ქვეყნის 12 ქალაქში უცხოელი მაყურებელის წინაშე და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო. 24 აგვისტოს კი 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი ორსაათიან შოუ-პროგრამით ქართველი მაყურებლის წინაშე Black Sea Arena-ზე წარსდგება.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს უკვე ესტუმრენ OneRepublic და Scorpions, ზაფხულის მანძილზე კი კიდევ ორი ღონისძიება: Jungle და „ერისიონი“ არის დაგეგმილი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი