დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა ბუნებრივ აირზე ფასი - Galt And Taggart-ის მიმოხილვა

რატომ შემცირდა ბუნებრივ აირზე ფასი - Galt And Taggart-ის მიმოხილვა

13-02-2024 14:54:00

Galt And Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის იანვარში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 1.2%-ით გაიზარდა.

მცირე ზრდა ერთმანეთის საპირწონედ მოქმედი დადებითი და უარყოფითი ფაქტორების შედეგია - შედარებით თბილი ამინდი და დიდი მარაგები ევროპაში და აშშ-ს მიერ LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითი შეჩერება.

ნავთობის მსგავსად, ახლო აღმოსავლეთის ეფექტი ბუნებრივი აირის ფასებზეც ლიმიტირებული იყო იგივე მიზეზების გამო - მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში არსებული მარაგები საკმარისია მათ გასანეიტრალებლად.

იანვრის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასები თანდათანობით შემცირდა ერთ მეგავატ-საათზე $38.3-დან $29.3- მდე. კლება ევროპისა და აზიის მარაგების გამუდმებით მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული - 78% ევროპაში და ბოლო ხუთი წლის თითქმის პიკური მაჩვენებელი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

მოსალოდნელზე მაღალი ტემპერატურის ფონზე, პოტენციურ მოთხოვნასთან გამკლავება პრობლემას არ წარმოადგენს. დამატებით, ყატარი (LNG-ის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი) აზიური ქვეყნებისათვის ნედლეულის სანდო მიმწოდებელია, თუმცა ევროპისათვის მიწოდება მეტ ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, აშშ გახდა LNG-ით ევროპის უმსხვილესი მომმარაგებელი და 2018 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა გაასამმაგა.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითმა შეჩერებამ ბაზარზე მცირე კორექტირებები შეიტანა.

სხვადასხვა ანალიტიკური წყაროს ინფორმაციით, არჩევნების წელი ბაიდენს უბიძგებს დააბალანსოს კლიმატის აქტივისტების (TikTok-ზე თავიანთი მილიონობით გამომწერი პოტენციური ამომრჩევლით) და ევროპელი სტრატეგიული პარტნიორების/იმპორტიორების ინტერესები.

თეთრი სახლის თანახმად, ევროპის LNG-ით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან არსებული ლიცენზიატები მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებენ. Shell-ის CEO-ს განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები მოკლე ან/და საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა, LNGის მიწოდებას არ აზიანებდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ამ ნედლეულისადმი ნდობას. თეთრი სახლის განცხადების შემდეგ ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში დააახლოებით 12.6%-ით გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები