დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვილა მოსავლი“ ცქრიალა ღვინის წარმოებას იწყებს

„ვილა მოსავლი“ ცქრიალა ღვინის წარმოებას იწყებს

20-09-2024 11:00:00

Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, რომ კომპანია ცქრიალა ღვინის წარმოებასა და საექსპორტო გაყიდვების ზრდას გეგმავს.

„ახალი მოსავლის მიღების შემდეგ, ვგეგმავთ ცქრიალა ღვინის წარმოებას, რომელიც ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება“, -ამბობს ნიკოლოზ შეყილაძე.

„ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერის შეფასებით, 2024 წელს ღვინის გაყიდვები სტაბილურად განვითარდა აშშ-ისა და ლიეტუვა, ლატვიის, ავსტრიისა და გერმანიის ბაზრებზე. 2023 წლის ბოლოს კი კომპანიამ, პოლონეთში ღვინის რამდენიმე სახეობისგან შემდგარი საცდელი პარტია გადატვირთა.

„ველოდებით, რომ პოლონეთთან სტაბილურ პარტნიორობას მივაღწევთ“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.

ამ დროსთვის „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ 22 დასახელების ღვინო იწარმოება.

„2024 წელს კომპანიის გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 5%-ით, ხოლო საექსპორტო ბაზრებზე 25%-ით გაიზარდა“, - აცხადებს ნიკოლოზ შეყილაძე.

რაც შეეხება 2024 წელს წარმოებულ რთველს, კომპანიამ საკუთარი ვენახებიდან პირადი საჭიროებისთვის 40 ტონა ყურძენი მიიღო, ხოლო დარჩენილი მოსავ მისი თქმით, „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინო პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება.

„ვენახს ჩვენ უვლით და მხოლოდ საკუთარ მოსავალს ვამუშავებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ კარგი ხარისხის მოსავალი და ღვინო. ნაკლები მოსავალი გვაქვს, ხოლო დანახარჯი იგივეა, რაც აქვთ დიდ მარნებს“ - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.

კომპანია მიმდინარე წელს წარმადობის 100 ათას ბოთლამდე ზრდას გეგმავს.

„ვილა მოსვლის“ ბრენდის ღვინის ფასები 20 ლარიდან იწყება და 100 ლარს აღწევთ. პროდუქცია მხოლოდ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰორეკა სექტორში იყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები