თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის „შავი პარასკევის” კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს.
„შავ პარასკევს”, 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%. მომხმარებელს ქეშბექი მრავალფეროვან კატეგორიებში დახვდება, როგორიცაა ტექნიკა, სახლის ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები.
აქციით გათვალისწინებულ მითითებულ ობიექტებში, თიბისის ნებისმიერი სადებეტო და საკრედიტო ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი მაქსიმუმ 200 ლარის დაბრუნებას შეძლებენ.
შეთავაზების ფარგლებში, შოპინგი შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური შოპინგისას მაღაზიებში გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS ტერმინალზე.
თიბისი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. აღნიშნული კამპანია, რომელიც სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, მეტად მრავალფეროვან და სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის.
გაეცანით „შავი პარასკევის” ფარგლებში თიბისის კამპანიაში ჩართულ ობიექტებს და დეტალურ ინფორმაციას.
უახლესი
20 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა