დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სენა ავტო ჯგუფი“  წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს

„სენა ავტო ჯგუფი“  წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს

22-11-2024 11:00:00

„სენა ავტო ჯგუფი“  წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის  JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს. JAC T9 Hunter-ის ბაზარზე გამოსვლა ბრენდის 60 წლიან ისტორიას ეძღვნება და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, ახალი თაობის ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებასა და ახალ შესაძლებლობებს აერთიანებს.

როგორც „სენა ავტო ჯგუფის“ დამფუძნებელი გია ალიხანაშვილი აცხადებს, „სენა ავტო ჯგუფი“ 18 წელია რაც ბაზარზეა და წარმოადგენს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდს: Honda,   JAC Motors,  CMC – Mitsubishi, SENA  E400. ალიხანაშვილის თქმით, „სენა ავტო ჯგუფი“ უკვე 12 წელია მუშაობს საერთაშორისო ბრენდ  JAC Motors-სთან, რომლის პროდუქციაც ჩინეთში იწარმოება და 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

„ჩვენ  JAC Motors-თან ერთად უკვე მე-12 წელია რაც ვმუშაობთ და გვინდა, რომ JAC Motors-ის ყველა ახალი მოდელი შემოვიდეს საქართველოში. 

დღეს წარვადგინეთ  JAC T9 Hunter-ი, რომელიც JAC Motors-მა თავის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა. შესაბამისად  JAC T9 Hunter-ი უკვე წარდგენილია ბევრ ქვეყანაში და უკვე საქართველოშიც შემოვიყვანეთ. გვინდა, რომ JAC T9 Hunter-ი საქართველოში პოპულარული მოდელი გახდეს. 

ეს მოდელი გაკეთებულია ამერიკული ბაზრის დიზაინის მიხედვით, არის დიდი ვიდრე JAC-ის წინა მოდელები. არის სპეციალიზებული 4/4-ზე სისტემით, არის აღჭურვილი 360 ხედვის კამერებით აღჭურვილი. მისი უსაფრთხოების სისტემები ტესტირებულია რამდენიმე დიდ ქვეყანაში და აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. JAC T9 Hunter-ი არის უსაფრთხო და ეკონომიური.

2025 წელს აღნიშნული ავტომობილი ქვეყანაში შემოვა ელექტრომობილის სახითაც. JAC T9 Hunter-თან ერთად ვმუშაობთ, რომ შემოვიყვანოთ სადისტრიბუციო ავტომობილებიც და ისინიც იყვეს ელექტრომობილები.

„სენა ავტო ჯგუფმა“ დიდი შრომა ჩადო, რომ ჩინური წარმოების ავტომობილები ბაზრისთვის გაგვეცნო. ამ საქმეს 7-6 წელი მოვანდომეთ, მაგრამ დღეს JAC Motors-ის სატვირთო ავტომობილები საქართველოში გაყიდვებით პირველ ადგილზეა. ასევე ვავითარებთ მის სხვა მოდელებსაც, რომ ისინიც გავხადოთ პოპულარული“, - განმარტავს გია ალიხანაშვილი. 

 JAC T9 Hunter-ი გამორჩეულია განსაკუთრებული დიზაინით, ძლიერი ძრავით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის შექმნილი დამატებითი ახალი ტექნოლოგიებითა და კომფორტით.
ის შექმნილია მხოლოდ ტოპ ვერსია და თანამედროვე, ტექნოლოგიურ  სწრაფ დროებას სრულად ესადაგება .
JAC T9 Hunter  4X4 ზე პიკაპი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2,0 ტურბო დიზელის ძრავით , რომელიც ხასიათდება ეკონომიურობით , სიძლიერითა და საიმედოობით.
 პიკაპს გააჩნია უსაფრთხოების რამდენიმე 5 ვარსკვლავიანი სერტიფიკაცია.  სტანდარტად გააჩნია რამდენიმე აქტიური და პასიური უსაფრთხოების ფუნქცია, მათ შორის ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭება და ბრმა წერტილების მონიტორინგი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია JAC T9 Hunter -ის 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სხვა ისეთი აღჭურვილობები, როგორიცაა 10,4 დუიმიანი სენსორული საინფორმაციო დისპლეი , კლიმატის კონტროლი, დუალური ნავიგაცია და სხვა.
კომპანია „სენა მოტორსი“ გთავაზობთ ჯაკ მოტორსის საერთაშორისო ბაზრებისათვის განკუთვნილ მოდელების 5 წლამდე საგარანტიო მომსახურებას .
JAC Motors Group 1964 წელს ჩინეთში დაარსდა და ამ წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის დღეს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ჰყავს 500-ზე მეტი დილერი და 14 ქარხანას ფლობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
სენა მოტორსი საქართველოში ექსკლუზიურად სამოდელო ხაზში არსებულ სრულ სპექტრს  გთავაზობთ -  კომერციულ,  სამგზავრო და ელექტროავტომობილებს და სხვა .


 

 

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები