დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
iPhone 16-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო - რა ფასად შეიძენთ

iPhone 16-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო - რა ფასად შეიძენთ

20-09-2024 11:30:00

ალტამ iPhone 16-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. კომპანიის ცნობით, უკვე დაიწყო Apple-ს ახალი მოდელის iPhone 16-ის, iPhone 16 Plus-ის და  iPhone 16 Pro-ს წინასწარი შეკვეთები, რომელთა ფასი 3149-დან იწყება

უფრო კონკრეტულად: 

▪️ iPhone 16 (128GB) - 3149₾-დან

▪️ iPhone 16 Plus (128GB) - 3599₾-დან

Trade-in-ით, ძველი მოდელის ჩაბარების შემთხვევაში 1629₾-დან

▪️ iPhone 16 Pro (128GB) - 4049₾-დან

▪️ iPhone 16 Pro Max (256GB) - 4799₾-დან

Trade-in-ით, ძველი მოდელის ჩაბარების შემთხვევაში 2122₾-დან

აღსანიშნავია, რომ Apple-მა iPhone 16-ის სერიის სმარტფონების პრეზენტაცია 9 სექტემბერს გამართა და ბაზარს IPhone 16, iPhone 16 Plus , iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max შესთავაზა.

iPhone 16-ი A18 პროცესორის დახმარებით iPhone 15-ზე 30%-თ, ხოლო iPhone 14-ზე 50%-ით უფრო სწრაფი და ენერგოეფექტური იქნება.

iPhone 16-ის სერიის სმარტფონებში უკვე გაჩნდა ვიზუალური ინტელექტის შესაძლებლობა.ხოლო მისი მთავარი შესაძლებლობა Apple Intelligence-ი იქნება, სრულიად ახალი AI გამოცდილებისთვის

ახალი მოდელის უპირატესობებია:

  • განახლებული 48MP კამერა
  • Action ღილაკი მეტი კონტროლის შესაძლებლობებით
  • ახალი ფერები: Ultramarine, Teal, Pink, White, Black
  • ხელოვნური ინტელექტით ოპტიმიზებული კიდევ უფრო მძლავრი და სწრაფი A18 ჩიპი;
  • განახლებული Siri AI შესაძლებლობებით

Apple-ს გრანდიოზული პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ iPhone 16 Pro Max-ს ვიდეოს დაკვრის რეჟიმში 33 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია, რაც თავის მხრივ iPhone-ს ისტორიაში რეკორდული დროა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები