„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ სააღდგომო ფასდაკლებები უკვე ჩაშვებულია, როგორც ფილიალებში ისე ონლაინ და „გორგიას“ მობილურ აპლიკაციაში და ის 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
განსაკუთრებული შეთავაზებებით (80%-მდე) სარგებლობა კი ონლაინ შოპინგისას, „გორგიას“ ვებგვერდიდან და აპლიკაციიდან არის შესაძლებელი.
„იჩქარე, შენს რჩეულ კატეგორიებში 80%-მდე ფასდაკლებები გელოდება „გორგიას“ აპლიკაციაში და ვებ-გვერდზე“, - აღნიშნულია „გორგიას“ მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
ირკვევა, რომ ბაღის კატეგორიაში ფასდაკლებები 56%-მდეა, ხოლო სამზარეულოს ტექნიკის სექციაში მომხმარებელს 75%-მდე ფასდაკლების აქცია ელოდება.
ავეჯის კატეგორიაში 57%-მდე აქცია მოქმედებს, ხოლო იკეას კატეგორიაში 64%-მდე. და რაც მთავარია რემონტის კატეგორიაში 71%-მდე სეილია.
აღსანიშნავია, რომ „გორგია“ საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციებით მუდმივ რეჟიმში ანებივრებს.
უახლესი
8 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა11 წუთის წინ
„ფრუტერამ“ ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო1 საათის წინ
საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები