დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავება დაიწყო

საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავება დაიწყო

10-04-2025 17:09:00

საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავება დაიწყო. პროექტის საწყის ეტაპზე, გეგმარებით არეალზე პირველი საველე ვიზიტი შედგა.

საპროექტო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც საერთაშორისო კომპანიები - Hidria და CITYFÖRSTER, ასევე, ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია PMO შედის, მოინახულა სანაპირო ზონა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჯგუფმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მნიშვნელობაზე და სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის მოსალოდნელი შედეგები გააცნო. პროექტი არეალის ინტეგრირებული ხედვის შემუშავებას და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.   

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ანაკლია-ზუგდიდის სამომავლო განვითარებაზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაზრდის ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ახალი სატვირთო ნაკადების მოზიდვას.  

საპროექტო ჯგუფმა ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი. მათი განმარტებით, არეალის განვითარების შუალედური და გრძელვადიანი ინტეგრირებული მიდგომა განვითარებაზეც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ტურიზმის სფეროზე.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.  

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები