დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

20-09-2024 10:24:00

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

 

კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით.

 

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები