დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდესაც საქართველოს ლოგისტიკურ ცენტრად ფორმირებაზე ვსაუბრობთ, საჭიროა, რომ ყველა ლოგისტიკური და საპორტო ინფრასტრუქტურა  ერთად იყოს კონცენტრირებული - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როდესაც საქართველოს ლოგისტიკურ ცენტრად ფორმირებაზე ვსაუბრობთ, საჭიროა, რომ ყველა ლოგისტიკური და საპორტო ინფრასტრუქტურა ერთად იყოს კონცენტრირებული - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

18-10-2024 20:00:00

როდესაც ჩვენ საქართველოს ლოგისტიკურ ცენტრად ფორმირებაზე ვსაუბრობთ, საჭიროა, რომ ყველა ლოგისტიკური და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს ერთად კონცენტრირებული, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. გიორგი აბაშიშვილმა ბოლო რამდენიმე დღის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ თბილისის მშრალი პორტი სრულად კრავს იმ კონცეფციას, რომელიც ბათუმის, ფოთის და შემდგომში ანაკლიის პორტს დააკავშირებს.

„კიდევ ერთმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ, მსოფლიო ბანკმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5%-მდე. რეალურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას მოუწია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ზრდა. 

რაც შეეხება თბილისის მშრალ პორტთან დაკავშირებულ პროექტს, 2 დღის წინ პორტთან დაკავშირებით გაიმართა პრეზენტაცია. თბილისის მშრალი პორტი არის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი. მის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პირველი ვცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მშრალი პორტი სრულად კრავს იმ კონცეფციას, რომელიც დაკავშირებულია ბათუმის, ფოთის და შემდგომში კი ანაკლიის პორტთან, ვინაიდან მოხდება ტვირთების თავმოყრა თბილისის მშრალ პორტში და შემდგომ მისი გადანაწილება. იქვე საკმაოდ სოლიდური, 16 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ფაზის სამუშაოები, ამ კუთხით გაგრძელება იქნება“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები