დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

18-10-2024 17:21:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სადამკვირვებლო მისიებთან, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ყველა მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა და მათი დროული ინფორმირება, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ვისაუბრე უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენაზე. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ადმინისტრაცია ყველანაირ ძალისხმევას იყენებს მისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები, როგორც ტექნოლოგიური ინტერვენციის, ისე ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება.

18 ოქტომბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები