დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყანაში უმუშევრობის დონე და რაზე არის დამოკიდებული მისი შემცირება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორია ქვეყანაში უმუშევრობის დონე და რაზე არის დამოკიდებული მისი შემცირება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

22-11-2024 09:50:00

მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კვალდაკვალ ველით, რომ უმუშევრობა ერთ ნიშნა მაჩვენებელზე დაფიქსირებას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-ს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

აბაშიშვილის განმარტებით, პანდემიამდე მაჩვენებლებთან შედარებით უმუშევრობა 3%-ითაა შემცირებული.

„დავიწყოთ კვირის შეჯამება, რომელიც შეეხება ქართული კომპანიების აქციების ფასებს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიებს ფასი კვლავ იზრდება, ამ კუთხით დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია. ასევე ლარის კურსთან დაკავშირებული ტენდენცია, დასტაბილურებასთან ერთად, მაგალითად გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარის როგორც დოლართან მიმართებაში, ისე ევროსთან მიმართებაში არის გამყარებული. თუმცა კვირის შეჯამება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემით შეგვიძლია გავაგრძელოთ. დავიწყოთ ანალიტიკა.

მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა საქსტატის მაჩვენებლები, რომელიც შეეხებოდა დასაქმების ბოლო ტენდენციას, მესამე კვარტლის მაჩვენებლებს. 2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. თუ მიმდინარე მაჩვენებლებს პანდემიამდე არსებულ ვითარებას შევადარებთ უმუშევრობა 3%-ითაა შემცირებული. შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა დაფიქსირებული. თუმცა ბუნებრივია, რომ ყოველთვის მეტის მოლოდინი გაქვს. და ასევე, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, გაქვს ამბიციური მიზანი, რომ უმუშევრობა დაუბრუნდეს მის ბუნებრივ დონეს. ბუნებრივ მაჩვენებელში იგულისხმება დაახლოებით 4%-იანი მაჩვენებელი ანუ 3%-დან 5%-ის ფარგლებში. მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კვალდაკვალ პირველ რიგში ველით მის ერთ ნიშნა მაჩვენებელზე დაფიქსირებას. 

2024 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31.2 ათასი კაცით (3.3%) და 974.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 26.4 ათასით (10.5%) და 225.7 ათასი შეადგინა. მაგრამ ბუნებრივია ყოველთვის საუბარია მოლოდინებზე, ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 

BAG-ის ინდექსის მიხედვით, სადაც საუბარია დასაქმებულთა ანაზღაურების პროცენტულ მაჩვენებლებზე, სადაც ვხედავთ, რომ არის ზრდა. BAG-ის ინდექსის თანახმადვე, 2024 წლის მესამე კვარტალში გაკეთებული პროგნოზით ისინი გაზრდიან თუ არა ინვესტიციებს და 58%-ი საუბრობს ინვესტიციების ზრდის ტენდენციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმების ტენდენციაზე, დასაქმება უნდა უზრუნველყოს სწორედ ბიზნესმა. გამომდინარე აქედან ბიზნესის მიერ უზრუნველყოფილი დასაქმება ნიშნავს, რომ ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელს, ანუ მეტ სამუშაო ადგილის შექმნას, ბიზნესის გაფართოებას ამ თვალსაზრისით. გვაქვს თუ არა მართლაც რესურსი, რომ ერთ ნიშნა მაჩვენებელზე იყოს დასაქმების მაჩვენებელი. ბიზნესი ყველაზე პრობლემურ ნაწილად ამ მიმართულებით ასახელებს სპეციალისტების ნაკლებობას (54%) და სამუშაო ძალის ნაკლებობას (42%). თუ განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პრობიზნესურ და ბიზნესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ჩვენ შეგვიძლია ეს მაჩვენებლებიც შევამციროთ. პრობლემის გადაჭრა, ანუ ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უმუშევრობის შემცირებას შევუწყობთ ხელს. საინტერესოა, ეს პრობლემა მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აქვს თუ იგივე პრობლემის წინაშეა საშუალო და მცირე ბიზნესი. თუმცა BAG-ის ინდექსის მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობის ნაწილშიც და და სამუშაო ძალის ნაკლებობის ნაწილშიც მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილი არის უფრო პრობლემური. მათ უფრო მეტად უჭირთ სამუშაო ძალა. მსხვილ ბიზნესს აქვს რესურსი, რომ გადაამზადოს კადრები და ამით ნაწილობრივ დააკომპენსიროს ვითარება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები