დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საინვესტიციო შეთავაზებები აქვს „კრისტალს“ მომხმარებლებისთვის

რა საინვესტიციო შეთავაზებები აქვს „კრისტალს“ მომხმარებლებისთვის

31-03-2025 10:00:00

მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, “კრისტალმა” მომხმარებლებისთვის მომგებიანი პროდუქტების შეთავაზება დაიწყო და ბაზარზე საინვესტიციო პროდუქტი “მონეტა” გამოიტანა, რომლის უპირატესობაც ხელსაყრელი პირობები და მაღალი საპროცენტო სარგებელია.

მონეტა“ ლარში, ევროსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან ევროში).

კრისტალის სტაბილური განვითარება,  საფინანსო ბაზარზე 27 წლიანი გამოცდილება და სანდო რეპუტაცია, რომელიც კომპანიას მომხმარებლებს შორის აქვს, „მონეტას“ პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

უფრო კონკრეტულად როგორია „მონეტის“ პირობები და ზოგადად რა ტიპის საინვესტიციო შეთავაზებებზე მუშაობს „კრისტალი“, Business Insider Georgia მიკრობანკის კომერციულ დირექტორს მელანია კუჭუხიძეს ესაუბრა.

მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ “კრისტალმა” აქტიურად დაიწყო მომხმარებლებისთვის მომგებიანი პროდუქტების შეთავაზება და ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ბანკის მიერ დაანონსდა იყო “მონეტა”. უფრო კონკრეტულად, რა საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს ამ პროდუქტს და რატომ „მონეტა“?

ჩვენი საინვესტიციო პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც უნდა, რომ თანხა დააბანდოს მომგებიანად, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული თანხის დაბანდების შემთხვევაში მომხმარებელი იღებს კონკრეტულ მაღალ საპროცენტო სარგებელს. ეს არის თამასუქი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდი და არის დაახლოებით, მსგავსი მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრების, თუმცა განსხვავებაც საკმაოდ დიდია. ჩვენი პროდუქტი არის როგორც დახურული, ასევე ღია ტიპის. აგიხსნით რას ნიშნავს ეს: დახურული „მონეტა“ ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი გარკვეული ვადით ათავსებს თანხას, რომელიც არ შეუძლია, რომ ვადის ბოლომდე გაიტანოს. ღია ტიპის თამასუქი კი ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხის გატანა და სარგებელი მხოლოდ იმ ვადაზე დაერიცხება, რა ვადაზეც იყო განთავსებული. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, უპირატესობა რაც  ამ პროდუქტს აქვს, არის ის, რომ მომხმარებელს საფინანსო ბაზარზე ვთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს.  კრისტალისთვის, როგორც მიკრობანკისთვის, არასაკრედიტო მიმართულება სრულიად ახალია და ამიტომ ეს გამოწვეულია ჩვენი ბაზარზე შესვლის სტრატეგიით და არა იმით, რომ რაიმე სახის გამოწვევა აქვს კომპნიას.  ჩვენი მომგებიანობა საკმაოდ მაღალია და 2024 წლის მონაცემებით მესამე კომპანია ვართ საფინანსო სექტორში მომგებიანობით.

შესაბამისად, ასეთი ტიპის შეთავაზებით ცდილობთ მომხმარებლების  დაინტერესებას.

თავისთავად, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ბაზარზე შეღწევადობა გავზარდოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ დანაზოგის ინვესტირების განსხვავებული შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, „მონეტა“ მომხმარებლებში თანხის დაგროვებისა და დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებასაც შუწყობს ხელს.

პროდუქტი ბაზარზე ორი სახით არის წარმოდგენილი: დახურული და ღია თამასუქი, როდესაც ბაზრისთვის ამ შეთავაზების გაკეთებას აპირებდით და მის ეფექტურობას საზღვრავდით, რა გათვლები გააკეთეთ, რომელი სახეობის პროდუქტზე უფრო გექნებათ მოთხოვნა?

შემიძლია გითხრათ ორი არგუმენტი, რატომაც ვფიქრობ ამ პროდუქტის ეფექტურობაზე: პირველი ის, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს გარკვეული პორტფელი უკვე დაგროვებული და შესაბამისად, ძირითადი აქცენტი მაინც დახურული ტიპის „მონეტაზეა“ გაკეთებული. დაახლოებით 70%-ი „მონეტას“ დახურულ თამასუქს უჭირავს. რატომ? იმიტომ, რომ მინიმალური თანხა პროდუქტში, რომელიც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს, არის 100 000 ლარი. ასეთი თანხა მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს გადადებული საინვესტიციოდ, შესანახად და ეს არ არის ყოველდღიური გამოყენების. პირობითად, მოთხოვნამდე ტიპის ანაბრის მსგავსი. მეორე განსხვავება არის უკვე საპროცენტო განაკვეთებში. თუ დახურული ტიპისაა „მონეტა“, ასეთ შემთხვევაში განსხვავებაა ვადების მიხედვით და დაახლოებით 1%-მდე ადის. პირობითად, დახურული ტიპის 12 თვიან თამასუქზე 13,5%-ი შეიძლება მიიღოს ვადის ბოლოს გატანით მომხმარებელმა, მაშინ როცა 12,5%-ია ღია ტიპის თამასუქზე და 1%-ი საკმაოდ მაღალი განსხვავებაა.

ზოგადად საბანკო სისტემაში დეპოზიტების მაჩვენებელს თუ დავაკვირდებით ლარის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მაღალია ვიდრე ევროსა და დოლარში. ეს ქცევა რომ გადმოვთარგმნოთ „მონეტაში“, რა საპროცენტო შეთავაზებები გაქვთ? და ზოგადად რა განაპირობებს ასეთ სხვაობებს?

საფინანსო ბაზარს რომ შევხედოთ, პირობითად 12 თვიან ანაბარს, სადღაც 10-10,5%-ია საშუალო საპროცენტო განაკვეთი, რასაც ბანკები სთავაზობენ მომხმარებელს. რაც შეეხება დოლარს და ევროს, როგორც თქვენ ახსენეთ, ზუსტად ასეა და განსხვავება საკმაოდ დიდია. ჩვენს შემთხვევაშიც საკმაოდ დიდია განსხვავება უცხოურ ვალუტაში. მაგალითად, დოლარში ჩვენი შეთავაზება არის 6,25%-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი 4%-ით მეტია ბაზრის საშუალო შეთავაზებაზე. ევროშიც დაახლოებით ანალოგიური განსხვავება გაქვს, 12 თვიან „მონეტაზე“ 4,75%-იანი შეთავაზებაა, როცა ბაზარი 1,5-1,7%-ს სთავაზობს. რატომ არის განსხვავება ესეც იყო თქვენი კითხვის არსი და გიპასუხებთ, რომ რეალურად ჩვენი ტიპის კომპანიებისთვის და ზოგადად საფინანსო სექტორისთვის ფინანსური სახსრების მოზიდვა საჭიროა იმისთვის, რომ ეს თანხები განვათავსოთ საკრედიტო პროდუქტებში. საკრედიტო პროდუქტებშიც ძირითადი, მასიური გასესხება არის ლარში.  სესხები 200 000 ლარამდე გაიცემა ლარში. ამიტომ ხდება მოზიდული ვალუტის დაჰეჯირება ლარში და შესაბამისად, ჰეჯირების თანხები ემატება საპროცენტო განაკვეთს.  აქედან გამომდინარე, რომ მივიღოთ 100 000 დოლარის დაჰეჯირებული ლარი, იგივე საპროცენტო განაკვეთით, ამის მიხედვით განისაზღვრება ვალუტის შეთავაზების ფასი. ამას გარდა, საფინანსო კომპანია თავად განსაზღვრავს მოცემულ პერიოდში რომელი ვალუტა არის საჭირო მისი აქტივების და ვალდებულების უკეთ მართვისთვის, რაც ბუნებრივია აისახება ფასზე. ძირითადად ეს ფაქტორები განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთებში სხვაობას   ლარსა და ვალუტას შორის.

რა მოლოდინები გაქვთ, რა ვალუტაში უფრო ელით აქტიურობას?

ჩვენ შეგვიძლია დაკვირვება გავაკეთოთ. ზოგადად ბაზარზე როგორ იქცევა მომხმარებელი და ამშემთხვევაში დაახლოებით 60-65%-ი ლარში აგროვებს და 40%-ი უცხოურ ვალუტაში. ბაზრისგან დიდი განსხვავება ჩვენი კლიენტის ქცევაში არ არის, თუმცა მეტ-ნაკლებად ლარისკენ არის მიდრეკილი. განსხვავება ძალიან დიდია საპროცენტო განაკვეთებში და კურსიც ისე ძალიან არ მერყეობს, რომ ამ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა ფარავს სავალუტო რისკებს.

„მონეტის“ რეალიზაციიდან მიღებულ თანხებს რა მიმართულებით მიმართავს „კრისტალი“?

როგორც ვახსენე, ფინანსური რესურსების მოზიდვა საჭიროა იმისთვის, რომ თანხები საკრედიტო პროდუქტებში განვათავსოთ. ჩვენ აქამდე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საკმაოდ ბევრ საერთაშორისო ფონდთან თუ ბანკთან ვთანამშრომლობდით და კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ზრდა გვჭირდება და როგორც მიკრობანკის მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობა უჩნდება, ვაკეთებთ დაფინანსების პორტფელის დივერსიფიკაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოზიდულ სახსრებში თუ აქამდე იყო უცხოური კომპანიები, ვისგანაც თანხებს ვიღებდით, ახლა უკვე გაჩნდება ადგილობრივად მოზიდული სახსრების კალათა, სადაც ფიზიკური და იურიდიული პირების თანხების აკუმულირება მოხდება. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის რადგან ეხმარება ადგილობრივ ფიზიკურ თუ იურდიულ პირებს მიიღონ კარგ საპროცენტო განაკვეთში თანხების განთავსების შესაძლებლობა. მოზიდული ინვესტიციებით „კრისტალი“ ახალ ბიზნესსაქმიანობებსაც დააფინანსებს და პროდუქტის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში, ფინანსური რესურსების გადანაწილებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში მონაწილეობა თავადაც მიიღონ.

„მონეტის“ გარდა მიკრობანკი ალბათ სხვა საინვესტიციო პროდუქტების შემუშავებაზე მუშაობს. დაახლოებით რა პერიოდში უნდა ველოდოთ ახალ პროდუქტს და როგორია კრისტალის შეფასება: დღეს ინვესტირება რომელ ვალუტაში უფროა ხელსაყრელი? ანუ რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომელთაც დანაზოგის გააკეთებს და შესაბამისად დაგროვება სურთ?

ჩვენ უახლოეს პერიოდში ანაბრების და ობლიგაციების შეთავაზებასაც  ვგეგმავთ ჩვენი მომხმარებლებსთვის  და ეს პერიოდი არ გასცდება მესამე კვარტალს.  კომპანიას ობლიგაციების გამოშვების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.  უბრალოდ, წლების განმავლობაში ესიყო იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები და ახლა გვინდა, რომ ამ პროდუქტით უკვე ფიზიკურმა პირებმაც შეძლონ სარგებლობა. ამ საკითხზე კომპანია ინტენსიურად მუშაობს. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომელ ვალუტაში დავაბანდოთ, ცოტა რთული შეკითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ცვლილებები არის ზოგადად სამყაროშიც და ქვეყანაში. თუმცაღა, მე პირადად ლარში განვათავსებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია,  ეკონომიკური ზრდაც კარგია და ვინაიდან საპროცენტო განაკვეთის სხვაობა დიდია დოლარსა და ლარს შორის, ლარში დანაზოგი, პირობითად 1 წლიანი ვფიქრობ, რომ მომხმარებლისთვის უფრო მომგებიანია.

დამატებითი ინფორმაცია:

რატომ უნდა აირჩიოთ საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“?
✅კაპიტალის ზრდა- დროთა განმავლობაში თქვენი ინვესტიცია მნიშვნელოვნად იზრდება.
✅ფინანსური სტაბილურობა- უზრუნველყოფს თქვენი ფინანსების მდგრად ზრდასა და უსაფრთხო განვითარებას.
✅პასიური შემოსავალი- ინვესტირებული თანხა მუშაობს თქვენთვის, თქვენი დამატებითი ძალისხმევის გარეშე.
👉დაგვიტოვეთ ნომერი აქ -
https://crystal.ge/sainvesticio-produqti-moneta-2/
👉დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ - https://crystal.ge/moneta-2/

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები