მიხარია, რომ ბრიტანეთის ფლაგმანი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის პირდაპირი ფრენით დაკავშირება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ღონისძიებას დაესწრო. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიამ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განახორციელა.
„მოხარულები ვართ, რომ ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, ინტენსიური, ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ და დღეს სახეზე გვაქვს, ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის შედეგი: British Airways-ი უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა. ფრენები კვირაში 4-ჯერ განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება, საიდანაც ფრენის შესაძლებლობის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია.
იმედი გვაქვს, რომ რეისები, როგორც დღევანდელ პირველ რეისზე იყო, მომავალშიც საკმაოდ დატვირთული იქნება და ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება. აქვე, უნდა აღინიშნოს რომ ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
‘British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ.
‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე