დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
A'Design Award-ზე ჩვენმა გამარჯვებამ კიდევ უფრო აამაღლა ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე - არტიტექსის დამფუძნებელი

A'Design Award-ზე ჩვენმა გამარჯვებამ კიდევ უფრო აამაღლა ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე - არტიტექსის დამფუძნებელი

18-10-2024 22:00:00

არქიტექტურულ კომპანია Artytechs • არტიტექსის პროექტმა მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო A' Design Award მიიღო. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას არქიტექტურულ კომპანია Artytechs • არტიტექსის დამფუძნებელმა, არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვება კომპანიას მოუტანა იმ ექსკლუზიურმა პროექტებმა, რომლის აბასთუმანი შექმნეს.

„კონკურსში მონაწილეობის მოწვევა ჩვენ მივიღეთ მეილით. ეს მათგან იყო მოწვევა, რომ ამ კონკურში მონაწილეობა მიგვეღო, იმიტომ, რომ ვფიქრობ ამის საფუძველი იყო ჩვენს მიერ სხვა კონკურსებში გამარჯვება. მანამე ჩვენ გვაქვს მიღებული მონაწილეობა 25 საერთაშორისო კონკურსში, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა და მთელი კომპანიის არსებობის მანძილზე ეს რაოდენობა დაგვიგროვდა. ვფიქრობ ეს იყო იმისი საფუძველი. თითქმის ყველა კონკურსში მიღებული გაქვს ოქროს ან პლატინის ჯილდო და ამ მხრივ საკმაოდ დიდი ცნობადობა გაქვს საერთაშორისო ბაზარზე. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ საერთაშორისო ბაზარზე უფრო დიდი ცნობადობა გაქვს, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. იმიტომ, რომ ისეთი საერთაშორისო პროექტები გაქვს მოგებული ისეთი პროექტებით, რომ რაც საკმაოდ ამბიციურად ჟღერს, მაგრამ რეალურად გაქვს დიდი წარმატება“, - აცხადებს არტიტექსის დამფუძნებელი.

დადუნა შათაშვილის თქმით, იტალიაში გამართულ დაჯილდოებაზე კომპანიის გამარჯვებამ კიდევ უფრო აამაღლა არტიტექსის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე.

„ამ კონკურსებში გამარჯვება მოგვიტანა იმ ექსკლუზიურმა პროექტებმა, რომელიც ჩვენ შევქმენით ქართული ანბანის ტურისტული ცენტრის სახით აბასთუმანში, გაქვს ბუტიკური სასტუმრო, გარდა ამისა სახვითი ხელოვნების მუზეუმი. გაქვს რეალიზებული ობიექტები, მათ შორის სასტუმრო მუზეუმი, რამაც ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აამაღლა. 

ჩვენ ვქმნით ექსკლუზიურ პროექტებს.

იტალიაში ჩვენმა გამარჯვებამ კიდევ უფრო აამაღლა ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე. მოგვიტანა ძალიან ბევრი ახალი ურთიერთობა, მათ შორის უცხოელ არქიტექტორებთან, უცხოელ დეველოპერებთან, უცხოელ დაკვეთებთან. მათთან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდ და მასშტაბურ სიახლეებს შევთავაზებთ სამომავლოდ მომხმარებელს, რადგანაც ეს ჯილდო იყო იმდენად პრესტიჟული, თავისი მასშტაბით, რომ ძალიან დიდი ამბიციები გაგვიჩინა“, - აცხადებს დადუნა შათაშვილი.

 არქიტექტურულ კომპანია Artytechs • არტიტექსის პროექტმა მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო A' Design Award მიიღო. აღნიშნულ კონკურსზე მთელი მსოფლიოდან, 200,000-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. მათგან, არტიტექსის ნამუშევარი 300-მდე რჩეულს შორის მოხვდა. კომპანიისთვის A'Design Award-ის ჯილდო მსოფლიო დონის დიზაინერულ ტალანტებს შორის აღიარებაა.

ყოველწლიურად, A'Design Award მსოფლიოს საუკეთესო პროექტებს აჯილდოებს. Iron კატეგორიის ჯილდო გადაეცემა გამორჩეულ პროექტს, რომელიც ავტორის პროფესიონალიზმისა და ინდუსტრიული მოთხოვნების შესანიშნავ სინთეზს წარმოადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები