ქართველმა ავტომრბოლელმა დავით ქაჯაიამ, იტალიაში, Ferrari Challenge-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი მოიპოვა. რბოლაში ორასზე მეტი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე გასვლა დავით ქაჯაიამ ავტოსპორტის ოლიმპიადაზე გასასვლელად რეგულაციებით გათვალისწინებულ-სატესტო რბოლისთვის გამოიყენა.
გუშინ გამართული რბოლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქართველი სპორტსმენი ფერარი-ჩელენჯის მსოფლიო ჩემპიონატზე დღესაც იასპარეზებს. „ფერარის“ ავტორბოლის გუნდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მეორე რბოლის ხარჯებს დავით ქაჯაიას თავად იტალიური სპორტული მანქანების სამრეწველო კომპანია დააფინანსებს.
უახლესი
8 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე