დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის სერვისებს სთავაზობს დეველოპერებს არქიტექტურულ კომპანია არტიტექსიმ, რათა კომერციულად მომგებიანი პროექტები მიიღონ

რა ტიპის სერვისებს სთავაზობს დეველოპერებს არქიტექტურულ კომპანია არტიტექსიმ, რათა კომერციულად მომგებიანი პროექტები მიიღონ

18-10-2024 21:00:00


ძალიან მიხარია, რომ აქუთაისში შევქმენით ისეთი პროექტები, რაც სწორად და მასშტაბურად ჩაეწერა ქალაქის განაშენიანებაში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას არქიტექტურულ კომპანია Artytechs • არტიტექსის დამფუძნებელმა, არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, არტიტექსს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა გააჩნია და თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ მიმართულებით წინასწარი კვლევების ჩატარებაა. 

„ზოგადად ბევრ საპროექტო ორგანიზაციას დღეისათვის უკვე აქვს ის სრული მომსახურება, რაც მოიცავს არქიტექტურის შექმნას, კონსტრუქციული ნაწილს, საინჟინრო, ლანდშაფტი ეს სრული ე.წ. პაკეტი, რასაც რა თქმა უნდა ჩვენც ვთავაზობთ. ეს პროექტები გუნდურად იქმნება, რადგანაც ჩვენს კომპანიაში ძალიან მასშტაბური რაოდენობა გვყავს თანამშრომლების, რომლებიც გუნდურად ქნიან იმ პროექტებს, რასაც ვუკეთებთ იგივე დეველოპერებს, სასტუმრო სეგმენტს, რომელსაც ასევე ვემსახურებით.

თუმცა ჩვენ მომსახურებაში ვთავაზობთ იმ კვლევების ნაწილს, რომელიც მათ სწორ არქიტექტურას აძლევს. ანუ წინასწარ ვაწარმოებთ ჩვენ იმ კვლევას, რომლითაც შემდგომ ეს პროექტები იქმნება. პირობითად, დეველოპერისთვის კონკრეტული არქიტექტურის მიხედვით რა სეგმენტია კომერციულად მომგებიანი. ჩვენი მხრიდან ეს ძალიან დიდ კომფორტს უქმნის დეველოპერებს იმიტომ, რომ მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი რესურსის მოძიება იმისთვის, რომ სამომავლოდ კონკრეტული სეგმენტი განსაზღვროს. არქიტექტურა, პროექტი და გეგმარებაც იქმნება შესაბამისად იმისთვის, რომ მან მიიღოს სწორი და სრულყოფილი პროექტი“, - აცხადებს არტიტექსის დამფუძნებელი.

კომპანია არტიტექსი დღეისათვის პროექტებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება. ერთი არის დეველოპერების მომსახურების ნაწილი, რომელიც არის ჩვენი ძირითადი სეგმენტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს რამდენიმე დეველოპერულ კომპანიას ვემსახურებით და მიმდინარე საკმაოდ მასშტაბური პროექტები გაქვს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისსა და ბათუმში. გვყავს ისეთი ცნობადი და პრესტიჟული კომპანიები, რომლებიც ქმნიან მასშტაბურ პროექტებს. მხოლოდ ქუთაისში გაქვს მიმდინარე 6 დეველოპერული პროექტი, რომელთა მშენებლობები დაწყებულია. ძალიან მიხარია, რომ ამ ქალაქში ჩვენ შევძელით და შევქმენით ისეთი პროექტები, რაც სწორად და მასშტაბურად ჩაეწერა ქუთაისის განაშენიანებაში. ქუთაისი თბილისისა და ბათუმისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმ ძველებურ იერსახეს, რაც ადრე ჰქონდა. თუ თბილისსა და ბათუმში არის დიდი პროექტები, ვცდილობთ, რომ ქუთაისში არ შევიდეთ ისეთი უხეში ჩარევით და ქალაქს ის ძველებური იერსახე შევუნარჩუნოთ, რაც აქვს.

სუბიექტური ვიქნები, თუმცა უნდა ვთქვა, რომ თბილისსა და ბათუმში თუ ბევრი უსახური შენობა მივიღეთ, ცხადია ეს შეფასება ყველა შენობას და ყველა არქიტექტურას არ ეხება, ქუთაისში ვცდილობთ რომ ეს არ დავნერგოთ და იერსახე შევუნარჩუნოთ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე სულ ვიძახი, რომ ჩვენ ვქმნით ეპოქალურ ისტორიას. არქიტექტორი ქმნის ეპოქას, ისტორიას, რომლითაც საუკუნეების თუ არა წლების განმავლობაში ქვეყანას უნარჩუნებს იმ გარკვეული პერიოდის იერსახეს, რაც კონკრეტულ პერიოდში იქმნება“, - აღნიშნა დადუნა შათაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Artytechs • არტიტექსი ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და რამდენიმე დღეში 10 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

„კომპანია არტიტექსი წელს ხდება 10 წლის. კომპანია 2014 წელს დაარსდა. საკმაოდ დიდი ამბიციები გვქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემოვიკრიბე რამდენიმე პარტნიორი. ჩვენს კომპანიას დღეისათვის მართავს 4 მმართველი პარტნიორი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში დიდი გამოცდილებით არიან. განსხვავებით სხვა საპროექტო ორგანიზაციებისგან ჩვენ იმით ვამაყობთ, რომ კომპანიას სათავეში უდგას სხვადასხვა პროფილის და გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მათ შორის ბიზნესის მართვის ნაწილში, მარკეტინგის ნაწილში და კიდევ 2 მმართველი პარტნიორები ვართ არქიტექტორები. შესაბამისად კომპანიაში მოსული დამკვეთი იღებს ძალიან კარგ და მიზან შედეგობრივ პროექტს, რადგან შეფუთვა ხდება არამხოლოდ არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ნაწილის, როგორც სტანდარტულად სჭირდება სამშენებლო და დეველოპერულ პროექტებს. არამედ  შეფუთვა ხდება გარკვეული კვლევის საფუძველზე, ვინაიდან ჩვენ გუნდში გვყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გვეხმარებიან, რომ კომერციულად იყოს შეფუთული ნებისმიერი პროექტი. შესაბამისად დეველოპერების მომსახურება მათ აძლევთ იმ შედეგს, რომ აქვთ კომერციულად მომგებიანი პროექტები მიღებული“, - აცხადებს არტიტექსის დამფუძნებელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები