დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

18-10-2024 17:44:00

პირველი რვა თვის მონაცემებით წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. ჩვენ წინა 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა 9.7%, რაც არის ევროპაში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ტემპის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ჩვენ წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წლის თავზე ჩვენი ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს, ჩვენი ბიუჯეტი გადააჭარბებს 40 მლრდ ლარს, 4%-მდე შემცირდება უმუშევრობა, 4%-მდე შემცირდება სიღარიბე. ამისთვის გვჭირდება იმ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომელიც გვაქვს აღებული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ პროგნოზები უმჯობესდება, თუმცა გვინდა, რომ ამ პროგნოზებსაც დამატებით გადავაჭარბოთ. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები