კრაფტ ფუდ ჰოლდინგის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გავხსნით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „კრაფტ ფუდის“ თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
„რესტორანი თბილისში, ბელიაშილის 103-ში გაიხსნება 800 კვადრატულ მეტრამდე ფართზე. ეს იქნება ახალი კონცეფციის რესტორანი, სადაც ძირითადი მიმართულება იქნება შემწვარი ხორცი და კრაფტ ლუდი. მანამდე, კრაფტ ფუდის რესტორნებში ალკოჰოლი არ იყო წარმოდგენილი“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„კრაფტ ფუდ რესტორან“" - კრაფტ პროდუქტების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია, რომელიც 2022 წლიდან, მომხმარებელს ჯანსაღად მომზადებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს (ბურგერი, შაურმა, ჰოთ-დოგი) ერთ სივრცეში სთავაზობს.
„კრაფტი“ - ხელით მომზადებულს ნიშნავს.
ადგილობრივ ბაზარზე „კრაფტ ფუდ რესტორანი“ 6 ფილიალითაა წარმოდგენილი.
უახლესი