მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კომპანია ICE სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD 2024-ში მიიღებს მონაწილეობას

news image

კომპანია ICE • აი-სი-ი 6-7-8 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD 2024-ში მიიღებს მონაწილეობას. როგორც Business Insider Georgia-ს ICE-ს დირექტორმა გიორგი ბახრაძემ განუცხადა, კომპანიისთვის მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ წლების საქართველოს ბაზარზე ვოპერირებთ და ლიფტების, ესკალატორების, ტრაველატორებისა და გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის მიმართულებით ვაწვდით ხარისხიან სერვისს და რაც მთავარია პრემიუმ სეგმენტის პროდუქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამისათვის სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში, თუ კონფერენციებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რადგანაც საერთაშორისო ღონისძიებებზე ბევრი არსებული თუ პოტენციური პარტნიორი იღებს მონაწილეობას, რომელთა საქმიანობისთვისაც ჩვენი სერვისი საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს“, - განაცხადა ICE-ს დირექტორმა.

ბათუმში რიგით მე-13 BATUMI BUILD-ზე დასწრება, რომელსაც 6 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ უმასპინძლებს, ნებისმიერი მსურველისთვის არის თავისუფალი.

აღსანიშნავია, რომ  ICE საქართველოში ბევრი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია.

გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია

აი-სი-ი უკვე 13 წელია ბაზარზე ოპერირებს გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მიმართულებით. დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს.  ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  - OTIS, TOSHIBA, CARRIER, LENNOX  გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს.

ლიფტები, ესკალატორები, ტრაველატორები

 აი-სი-ი  OTIS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას;

  • ლიფტების, ესკალატორებისა და ტრაველატორების მიწოდებას, მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას;
  • ქარხნულ გარანტიას;
  • უფასო საკონსულტაციო მომსახურებას.

ICE-მ  ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, როგორებიცაა: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „რამადა პლაზა“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“, „მარიოტ მოქსი“ , „რედკო ახალი გუდაური“, „თბილისი გარდენს“ , „დომუსი იპოდრომი“, „სითი დეველოპმენტი ვაკე“ , „ინდეკო რეზიდენსი“, „ფრანგული უბანი“, „ეკომეტრი რეზიდენსი“ და სხვა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა