დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,სანამ ოპოზიცია არ ისწავლის წაგების აღიარებას, გამარჯვებას ვერასდროს მიაღწევს“ - ზურაბ აბაშიძე

,,სანამ ოპოზიცია არ ისწავლის წაგების აღიარებას, გამარჯვებას ვერასდროს მიაღწევს“ - ზურაბ აბაშიძე

22-11-2024 19:06:00

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგებს გამარჯვება მიულოცა და მომავალ საპარლამენტო საქმიანობაში წამატებები უსურვა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მას ოპოზიციონერი კოლეგებისთვისაც უნდოდა მილოცვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არც საკრებულოს სხდომებს ესწრებიან და არც პარლამენტში აპირებენ შესვლას, მილოცვას აზრი არ აქვს.

„თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, მისი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დამარცხებისთვის არიან განწირულნი. დღეს ჩვენ განვიხილავთ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტს და სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომდგენლები არც კომისიის სხდომებს და არც საკრებულოს სხდომას არ დაესწრნენ. ასე რომ, პრობლემა თქვენშია და სწორედ ამიტომაა ამომრჩეველთა  რაოდენობის კლება როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე მის დანაყოფებშიც“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და კოლეგებს და მთელ საქართველოს წარმატება და წინსვლა უსურვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები