თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას წარმატებული საპარლამენტო არჩევნები მიულოცა და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებით ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მადლობას ვუხდი მილიონ 120 ათას 53 ამომრჩეველს, რომელთაც ქართულ ოცნებას და ამასთანავე ჩვენს გზას ევროპისკენ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით დაუჭირეს მხარი“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა კოლეგას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ დღეს მისთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის და მისი რამდენიმე კოლეგისთვის საკრებულოს ბოლო სხდომაა.
როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის კოლეგებს უფლებამოსილება 25 ნოემბერს უწყდებათ, ისინი მაინც რჩებიან თბილისისა და თბილისელების სამსახურში.
„მე და ჩემი მეგობრები კვლავაც ვრჩებით თბილისის და თბილისელების სამსახურში. ურთიერთთანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი დედაქალაქის მერს, მის მოადგილეებს, გამგებლებს, საკრებულოსა და ფრაქციის აპარატის წევრებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდი ისეთივე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, როგორიც ამ წლის 26 ოქტომბერს მოიპოვა.
უახლესი
16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა16 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო