დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფიროსმანის საქართველო | ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC  მსოფლიო საზოგადოებას  საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს

ფიროსმანის საქართველო | ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს

31-10-2024 14:55:00

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC წელს მესამედ მასპინძლობს. წლევანდელიღონისძიების მთავარი თემა ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკო ფიროსმანია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელმა კონკურსმა, რომლის კონცეფცია ტრადიციული ქართული სუფრისპოპულარიზაციას ეძღვნებოდა, საერთაშორისო ჟიურისა და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

წლევანდელი ღონისძიება აგრძელებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ასპექტებისწარმოჩენას. ნიკო ფიროსმანი, როგორც ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური, მნიშვნელოვანიშთაგონების წყაროა, როგორც მეღვინეებისთვის, ისე დეგუსტატორებისთვის. მისი შემოქმედება კი, სრულადასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ტრადიციებს.

 

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC  არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის მაღალ სტანდარტებსწარმოაჩენს, არამედ მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთანაახლოებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, ლონდონში გამართულ ქართული ღვინოების გამოფენაზე, სადაცIWSC-ის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები იყო წარმოდგენილი, ორგანიზატორებმა პავილიონიტრადიციული ქართული ლურჯი სუფრის ელემენტებითა და ორნამენტებით მორთეს.

შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოსღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდეთბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC- საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურგუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვითჩატარდება.

მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნებაჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები