დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა, ზრდა 6,4%-ია

9 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა, ზრდა 6,4%-ია

02-11-2024 13:40:00

2024 წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალმა 3 461,7 მლნ დოლარის შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4%-იანი ზრდაა, სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის სამივე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 251,6 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ მესამე კვარტლის მაჩვენებლებს ზრდა 8%-ია. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალმა 1 563,3 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალში კი 1 447,1 ათასი დოლარის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები