შემოდგომის სეზონზე სასტუმრო 30%-ითაა დატვირთული, ნოემბერში ტურისტული სეზონი ყველგან დაბალია - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა.
როგორც ლაშა ჯაფარიძე აცხადებს, აქვთ მოლოდინი, რომ ახალი წლის დღეებსა და ზამთრის სეზონზე, სასტუმროს დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ნოემბერი დაბალი სეზონია ტურისტულად. გვაქვს ჯავშნები დეკემბერ-იანვარში, პროცესი სტანდარტულად მიდის. ძირითადად ველოდებით სტუმრებს ევროპიდან და რუსეთიდან. გვაქვს საქართველოს მოქალაქეების ჯავშნები. მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა ტურისტების რაოდენობა ისრაელიდან“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.
„ბანგურიანი მესტიაში“ შემოდგომის სეზონზე ფასები დააკორექტირეს და ორ ადგილიან სასტუმრო ოთახში განთავსების ფასი საუზმით 150 ლარია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასტუმროს მფლობელები 2025 წლისთვის გეგმავენ სასტუმრო ოთახების კეთილმოწყობასა კიდევ ერთი ტერასას მოწყობასა და საუნის მშენებლობას, რასაც პირადი კაპიტალდაბანდებით განახორციელებენ
ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 36 ოთახი. ტურისტულ ობიექტზე 15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
1 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა