დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წალკის კანიონთან ატრაქციების პარკი მოეწყობა - KASS LAND-ი

წალკის კანიონთან ატრაქციების პარკი მოეწყობა - KASS LAND-ი

31-10-2024 16:00:00

„ვიზიტორების აქტივობა მიმდინარე თვეების მანძილზე მაღალია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia- ს KASS LAND -იდან აცნობეს.

 „სეზონების მიხედვით ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა განსხვავებულია. საშუალოდ ყოველდღიურად 500 ადამიანი გვსტუმრობს. შაბათ-კვირას ვიზიტორების რაოდენობა უფრო მაღალია და 1000 აჭარბებს“, - აცხადებენ  KASS LAND -ში.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით წალკის კანიონს 85 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, სადაც უცხოელების წილი 60 %-ია.  
რაც შეეხება სიახლეებს, როგორც Business Insider Georgia- ს KASS LAND -იდან აცნობეს, იხსნება სასტუმრო , რომელიც მოიცავს 56 ოთახს, სპა-აუზს, საკონფერენციო დარბაზებს.

 „ამასთანავე, ტერიტორიაზე ეწყობა ატრაქციების პარკი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს რეზორტს საოჯახო დასვენების კუთხით“,- აცხადებენ კომპანიაში. 

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები