დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდ ლარს მიაღწია

11-04-2025 18:00:00

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მილიარდ ლარს მიაღწია.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით დინამიკური პორტფელის რეალურმა გაწლიურებულმა ამონაგებმა 8.5% შეადგინა, ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური გაწლიურებული ამონაგები შესაბამისად 8.2% და 7.6% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. მარტის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.4%, დაბალანსებულში 30.8%, ხოლო კონსერვატიულში 16.3% იყო.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები