დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის - პრემიერი

ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის - პრემიერი

12-04-2025 18:50:00

ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით.

„ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. გვაქვს სირთულეები ძირითადად, ორი მიმართულებით, ერთი ეს არის PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ინტერესი, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. კონკრეტულად, რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ გადავუხადე მას მადლობა მისი ინტერესისთვის, მისი ვიზიტისთვის, რომელიც შედგა საქართველოში გასული წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ის, რომ მზად ვართ დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები