ოჯახური ტრადიციების, სურნელოვანი კერძებისა და სუფრასთან შეკრების პერიოდი ახლოვდება.
აღდგომის დღესასწაულთან ერთად, ბრენდი „ოჯახური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს – როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„წელს, პირველად, გვაქვს უპრეცედენტო ფასდაკლება „კარფურის“ ქსელში – ჩვენს სააღდგომო სანელებლებზე მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლება დახვდება,“ – აღნიშნავს სალომე ნეფარიძე, ბრენდის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი Business Insider Georgia -თან საუბარში.
მისი თქმით, ფასდაკლებები მოქმედებს ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტში, სადაც „ოჯახურის“ პროდუქცია იყიდება: „ეს ერთგვარი საჩუქარია ჩვენი მომხმარებლებისთვის – იმისათვის, რომ სააღდგომო სამზადისი ყველასთვის მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ.“
აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებების გარდა, „ოჯახური“ მომხმარებელს პროდუქციის შეძენის დამატებით კომფორტულ გზებსაც სთავაზობს.
„ვაგრძელებთ Glovo-სთან პარტნიორობას – ჩვენს შორის თანამშრომლობა ახალ წელსაც შედგა, რომელიც საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. სწორედ ამიტომ, სააღდგომოდ ისევ გავაგრძელეთ კოლაბორაცია. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, აპლიკაციით შეარჩიოს ჩვენი პროდუქცია – ეს კომფორტული და სწრაფი სერვისია მათთვის, ვინც დროისა და კომფორტის სწორად გადანაწილებას ანიჭებს უპირატესობას,“ – ამბობს სალომე ნეფარიძე.
საინტერესო სიახლე ამაღელვებელია ემიგრანტებისთვისაც – ბრენდის მარკეტინგის თქმით, „ოჯახური“ წელს პირველად G Flex-ით ამერიკაშიც გაიგზავნა.
„G Flex-თან თანამშრომლობით, ჩვენმა სანელებლებმა უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვრები. ეს თანამშრომლობა ორმაგად სასიხარულოა, როგორც ჩვენთვის ასევე ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ქართული ტრადიციული პასკის გემო ენატრება და ემიგრაციაში კვერცხის შეღებვის ტრადიციას აგრძელებს. ამ ნაბიჯით, აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საშუალებას ვაძლევთ, მათ სუფრაზე საყვარელი ქართული გემოები დაბრუნდეს.
„ოჯახურში“ გვჯერა, რომ ჩვენს გემრიელ, ვერცხლისფერ შეფუთვას თითოეულ ოჯახში გამორჩეული არომატების და სიხარულის შეტანა შეუძლია - განსაკუთრებით დღესასწაულებზე, მაშინ როცა ტრადიციები და ოჯახური მომენტები ყველაზე ძვირფასად იქცევა.“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
უახლესი
1 დღის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა