„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ წარმოებაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და, შესაბამისად, უზრუნველვყოთ მომხმარებელი უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება ქართული აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობას და მომხმარებლის ხარისხიანი პროდუქციით უზრუნველყოფას ემსახურება.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან თანამშრომლობა. ის ღონისძიებები, რომელსაც სისტემატიურად ვახორციელებთ, სისტემური კონტროლი იმისთვისაა, რომ ხარისხიანი პროდუქციით იყოს უზრუნველყოფილი მომხმარებლები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რძის სექტორში და სარეალიზაციო ბაზრებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც რძეში აფლატოქსინის თემასთან დაკავშირებულ დეტალებზე კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტებები და აღინიშნა, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.
უახლესი
1 დღის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა