APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან რიოდერმა და გაყიდვების მენეჯერმა ახან ახანოვმა, უზბეკეთსა და ყაზახეთში სამუშაო შეხვედრები გამართეს და განიხილეს საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვების ზრდა, და რეგიონში კავშირების გაძლიერების საჭიროება.
ლოგისტიკის სფეროს ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემები მოიცავდა არსებული მიწოდების ჯაჭვების ოპტიმიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.
„ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ბაზრებისთვის ცენტრალურ აზიასა და საქართველოს შორის სავაჭრო დინამიკის გაუმჯობესების სტრატეგიების მოძიება, სადაც საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად პოზიციონირებს. პარტნიორებთან შეხვედრებზე გავამახვილეთ ყურადღება ეფექტური სატრანსპორტო მარშრუტების მოთხოვნის ზრდაზე და რეგიონული კავშირის გაუმჯობესების ურთიერთსარგებელზე.“ - ამბობს ქრისტიან რიოდერი.
უახლესი
1 დღის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა