დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოსავლები ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება და ეს გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება - ნატა კვაჭანტირაძე

შემოსავლები ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება და ეს გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება - ნატა კვაჭანტირაძე

31-10-2024 13:00:00

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების წილი ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება და ეს გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც აისახება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოსთან კოორდინაციით კეთდება ყველაფერი, რომ ქვეყანამ მეტი უცხოელი ვიზიტორი მოიზიდოს და შემოსავლებიც გაიზარდოს. 

„ზოგადად ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემები, რომელიც ახლა იდება ჯერ კიდევ არ ასახავს იმ სრულ სურათს, რაც აქტიური შემოდგომის სეზონიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ. მოლოდინი ბიზნეს ყოველთვის აქვს მაღალი და შესაბამისად, ის არ ზოგავს თავის თავს და ძალებს, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდოს. 

ბიზნესის ჭრილში, რომ ვისაუბროთ ისინი საკმაოდ დიდ ძალისხმევას წევენ მარკეტინგული აქტივობების ნაწილში იმისთვის, რომ მომდევნო სეზონი ქვეყანაში კიდევ უფრო წარმატებული და აქტიური იყოს. რა თქმა შემოსავლების წილი ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება და ეს გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც აისახება. ბიზნესი სეზონიდან სეზონამდე ყოველთვის აკეთებს აქცენტს ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაოდენობის ზრდაზე და რა თქმა უნდა ეს მაჩვენებლები მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. მოსალოდნელი ეფექტები სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა განისაზღვროს და დაიგეგმოს აქტივობები, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება პრეს ტურებს, ტურ-ოპერატორების საინფორმაციო ვიზიტებს და რა თქმა უნდა გასვლით ნაწილში აქტივობებს, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში მონაწილეობით და მაქსიმალურად ჩართულია ამაში როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები, ასევე სრულიად ბიზნეს ოპერატორები, რათა წარმატება უფრო თვალსაჩინო და მაღალი ხარისხის იყოს“, - განმარტავს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი. 

ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ სახელმწიფოსთან ერთად შემუშავებული ერთიანი გეგმის გარდა, თავად ასოციაცია და ბიზნეს სექტორიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, რათა ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაიზარდოს. 

„სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესი ყოველთვის მსჯელობს მომავალი წლის ტურისტული ბაზრებზე აქტიურობებზე და აქ იგულისხმება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა და სხვა. სწორედ ერთობლივად ხდება იმ გამოფენების განსაზღვრა, სადაც სახელმწიფო ბიზნესთან ერთად იღებს მონაწილეობას. თუმცა ასოციაციის გამოცდილების შემიძლია გითხრათ, რომ ასოციაცია წინასწარ განსაზღვრული გამოფენების მიღმაც იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. სულ ახლახან ასოციაციის 10 წევრი დაბრუნდა ანტალიის ტურისტული გამოფენიდან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა თურქეთის მასშტაბით და ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩადის იმისთვის, რომ ეს ბაზარი იყოს საინტერესო არამხოლოდ გამყვანი, ასევე შემომყვანი ტურიზმის ჭრილში.

ამ გამოფენაში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები საკმაოდ აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მსგავსი ტიპის გამოფენები განსაზღვრულია ასოციაციის წევრებისთვის, როგორც საბერძნეთის  მიმართულებით ისე ევროპის მიმართულებით. ახლა შვეიცარიაში, ლუგანოში ესწრებიან ჩვენი წევრები საერთაშორისო გამოფენას. ეს გამოფენები სახელმწიფოს ჭრილში განსაზღვრული არ არის და ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი  პარტნიორი ორგანიზაციების მიწვევით. ისინი სრულიად უსასყიდლოდ აძლევენ საშუალებას ასოციაციას, რომ ამ საერთაშორისო ღონისძიებებზე ვიყოთ წარმოდგენილები, რათა გავზარდოთ ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი. სახელმწიფოსგან ერთად გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ თუ შესაძლებლობა გვეძლევა ასოციაციის ჭრილშიც ვიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალმა 3461,7 მლნ დოლარის შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4%-იანი ზრდაა, სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის სამივე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3251,6 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ მესამე კვარტლის მაჩვენებლებს ზრდა 8%-ია. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალმა 1 563,3 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალში კი 1 447,1 ათასი დოლარის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები