ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის შემცირებაში აისახა, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ვკითხულობთ.
აღნიშნული დოკუმენტზე დაყრდნობით, ტრანზაქციების დინამიკის მიხედვით, 2023 წელს უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 9.3 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო 2024 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებით აქტივობის შენელების ტემპი გაზრდილია და წლიურად ზრდა -16 პროცენტს შეადგენს, რაც დიდწილად არარეზიდენტების ტრანზაქციების შემცირების შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არარეზიდენტებზე მოდის, რაც ბაზარს უფრო მოწყვლადს ხდის.
წინა წლებში მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო და ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, რიგ პერიოდებში განსაკუთრებით მაღალი იყო ტრანზაქციებში უცხოელების წილი, სწორედ 2022 წლის საბაზო ეფექტით შესაძლოა აიხსნას 2023 და 2024 წლებში ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის შენელება.
უახლესი