დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ყავის ლაბორატორიამ“ 2024 წელს 40 ტონა მწვანე ყავის მარცვლის იმპორტი განახორციელა

„ყავის ლაბორატორიამ“ 2024 წელს 40 ტონა მწვანე ყავის მარცვლის იმპორტი განახორციელა

09-01-2025 15:00:00

„ყავის ლაბორატორიამ“ 2024 წელს 40 ტონა მწვანე ყავის მარცვლის იმპორტი განახორციელა, - ამის შესახებ Coffee LAB • ყავის ლაბორატორია-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. 

„ყავის მარცვალი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან გზას გადის, სანამ მომხმარებლამდე მოვიტანთ, გვიყვარს ეს საქმე და ვამაყობთ ამ გზით.

2024 წელს 40 ტონა მწვანე მარცვალი შემოვიტანეთ სხვადასხვა რეგიონიდან, მოვხალეთ და ვაწარმოეთ, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ისე ბიზნესის სექტორისათვის“, - განმარტავენ კომპანიაში. 

„ყავის ლაბორატორია“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე Specialty ყავის წარმოება დაიწყო. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ყავის ლაბორატორიის“ coffee shop-ების მიმართულებით ქსელს ავითარებენ და ამ ეტაპზე ბიზნესი 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, რომელიც 2024 წელს დაახლოებით 400 000-მდე სერვისს მოემსახურა. (ყაზბეგის 27, ჭავჭავაძის 37, ფალიაშვილის 24, ლისის ტბა, სითი მოლი-საბურთალო, ბაზარი ორბელიანი).

„Coffee Shop-ების მიმართულება მომხმარებლისთვის ერთდროულად აერთიანებს როგორც საუკეთესო ყავის მენიუს, სრულად ბარის მენიუს,  სამზარეულოს მენიუს, რომელსაც შეფების და სამზარეულოს დიდი გუნდი მართავს და უგემრიელეს ბეიქერის მიმართულებას, ძალიან ვამაყობთ, რომ გვაქვს საკუთარი ბეიქერი, რომლის გუნდიც მუდმივად განსხვავებულ და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნის Coffee Lab-ის მომხმარებლებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

ყავის ლაბორატორია- Coffee LAB მომხმარებლისთვის საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან 20-მდე საერთაშორისო ყავის ტექნიკის და აქსესუარების ბრენდებს, როგორიცაა: Melitta, Mahlkonig, Fellow, Timemore, Hario, Scott, AeroPress, Huskee და სხვა. 

„პიონერები ვართ Specialty ყავის მოხალვაში. ამ პერიოდში ყავის მოხალვისა და შერჩევის ისეთი კომპეტენცია დავაგროვეთ, რომელიც ჩემი შეფასებით ბაზარზე ჯერჯერობით არ არის. ასევე, ჩვენ გვაქვს კოფი შოპის ყველაზე დიდი ქსელი, რომელიც 6 ფილიალს მოიცავს, სადაც საკმაოდ დიდი სივრცეებია. ყავის ხარისხთან ერთად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ სამზარეულოს, პროფესიონალი გუნდი გვყავს და გვაქვს მრავალფეროვანი კერძები, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ სტუმრობენ „ყავის ლაბორატორიას“. ასევე „ყავის ლაბორატორია“ სოლიდურადაა წარმოდგენილი B2B მიმართულებით. ვაწვდით 250-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ყავას, ტექნიკას, შემდეგ კი სერვისს ვუწევთ ტექნიკის და ბაზრის დიდი ნაწილი გვაქვს დაკავებული ჰორეკა სეგმენტის. ჩვენი დამკვეთები არიან კაფეები,რესტორნები და ასევე ოფისები. ამასთან, ჩვენ გვაქვს ტექნიკის საკმაოდ დიდი პორტფელიო და ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ვართ საქართველოში. ყველა მასშტაბის ტექნიკა გვაქვს. მათ შორის „მაკდონალდსს“ ვაწვდით ყავის აპარატებს“, - აცხადებს „ყავის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი.

საცალო მიმართულებასთან ერთად კომპანიამ 2016 წლიდან აქტიურად განავითარა B2B მიმართულება, რომელიც კორპორაციულ და Horeca სექტორს სთავაზობს მაღალი ხარისხის Specialty ყავას, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ყავის ტექნიკას და საუკეთესო სერვისს. B2B მიმართულებით ყავის ლაბორატორია 400-მდე Horeaca და კორპორაციულ პარტნიორს აერთიანებს.

„ყავის ლაბორატორია“ Coffee LAB - 2016 წელს შეიქმნა და უკვე რვა წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე, როგორც ლიდერი ბრენდი Specialty Coffee-ს მიმართულებით, კომპანიის გუნდი 150 თანამშრომელს აერთიანებს როგორც ყავის წარმოების, ისე საცალო და B2B მიმართულებით.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები