დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვებში TOGG-მა Tesla-ს გადაუსწრო

თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვებში TOGG-მა Tesla-ს გადაუსწრო

09-01-2025 19:00:00

2024 წელს თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვები 51,7%-ით გაიზარდა და 99 489 ერთეული შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ავტომობილების დისტრიბუტორთა ასოციაცია (ODMD) ავრცელებს.

ირკვევა, რომ ქვეყანაში ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების ბაზრის წილი წლიურად 29.5%-მდე გაიზარდა.

თურქულმა ელექტრომობილმა Togg-მა 2024 წელი ლიდერის პოზიციით დაასრულა. 2024 წელს მაწარმოებელმა  30 093 ელექტრომობილი გაყიდა. გაყიდვებით Togg-ს მოსდევს Tesla-ს (11,534 ერთეული) და BMW-ს (10,173 ერთეული) ავტომობილები.

ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი მოდელები იყო Togg T10X, Tesla Model Y, KG Mobility Torres, BMW X1 და MINI Countryman.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები