2024 წლის იანვარ-ნოემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 718 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 40%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წლის 11 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1138 პრეტენზია შეადგინა.
რაც შეეხება ნოემბრის მაჩვენებელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 58 იყო, მაშინ როდესაც 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 86-ს შეადგენდა. კლება 32%-ია.
ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართულებით აქვთ.
სებ-ის ინფორმაციით, ნოემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 58 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 49 პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართებაშია, 3 ავტო სესხის, 3 მომენტალური განვადების, 1 ოპოთეკური სესხის მიმართ დაფიქსირებული პრეტენზიაა, ხოლო 2 სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში ოფიციალურად გამოხატული უკმაყოფილებაა.
უახლესი