2024 წელს თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვები 51,7%-ით გაიზარდა და 99 489 ერთეული შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ავტომობილების დისტრიბუტორთა ასოციაცია (ODMD) ავრცელებს.
ირკვევა, რომ ქვეყანაში ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების ბაზრის წილი წლიურად 29.5%-მდე გაიზარდა.
თურქულმა ელექტრომობილმა Togg-მა 2024 წელი ლიდერის პოზიციით დაასრულა. 2024 წელს მაწარმოებელმა 30 093 ელექტრომობილი გაყიდა. გაყიდვებით Togg-ს მოსდევს Tesla-ს (11,534 ერთეული) და BMW-ს (10,173 ერთეული) ავტომობილები.
ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი მოდელები იყო Togg T10X, Tesla Model Y, KG Mobility Torres, BMW X1 და MINI Countryman.
უახლესი