ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-მა (AZAL) ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები გაურკვეველი დროით შეაჩერა. ავიაკომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხსნიან იმით, რომ ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცე რეგულარულად იხურება.
„რუსეთის ქალაქ ყაზანის თავზე საჰაერო სივრცის რეგულარულად დახურვის გამო, Azerbaijan Airlines განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ყველა ფრენას ბაქო-ყაზანი-ბაქოს მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - აცხადებენ Azerbaijan Airlines-ში.
ესაბამისად, ყაზანი მეთერთმეტე რუსული ქალაქი გახდა, სადაც Azerbaijan Airlines-მა ფრენები მას შემდეგ შეაჩერა, რაც მისი სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.
უახლესი