კომპანია Apple იქნება პირველი, ვინც გამოუშვებს სმარტფონს, რომელსაც 2 ტერაბაიტი შიდა მეხსიერება ექნება.
ამის შესახებ ინფორმაციას MacRumors-ი ავრცელებს.
გამოცემა დაეწყრდნო კორეელი ინსაიდერის, მეტსახელად yeux1122-ის ინფორმაციას. ავტორის თქმით, iPhone 15 Pro და 15 Pro Max ხელმისაწვდომი იქნება რეკორდული 2 ტერაბაიტიანი მეხსიერებით. შედარებისთვის, iPhone 14 Pro-სა და 14 Pro Max-ის შეძენა შესაძლებელია 1 ტერიბატი მეხსიერებით.
ასევე, MacRumors-მა ყურადღება გაამახვილა ასევე Weibo-ზე, ერთ-ერთი ინსაიდერის მოხსენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ Apple-ის ახალ პრემიუმ სმარტფონებს ექნება მინიმუმ 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. ამრიგად, iPhone 15 Pro და 15 Pro Max მოდელები ხელმისაწვდომი იქნება 256 და 512 გიგაბაიტიანი ვერსიით, ასევე 1 და 2 ტერაბაიტით.
ახალი iPhone-ს პრეზენტაცია 12 სექტემბერსაა ჩანიშნული.
უახლესი