აშშ-ში, ევროკავშირში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში ავიაკომპანიების ოპერირებაში შეფერხებებია, რაც მთელს მსოფლიოში Windows ოპერაციული სისტემის შეფერხებით არის გამოწვეული.
კერძოდ, უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაკომპანიებმა American Airlines-მა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და Frontier Airlines-მა უკვე გამოაცხადეს ფრენების შეჩერების შესახებ. თურქეთის უდიდესი ავიაკომპანია Turkish Airlines, ასევე იტყობინება გლობალურ პრობლემებზე, რამაც შეფერხებები გამოიწვია ბილეთების დაჯავშნასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
CNN-ის ცნობით, ფრენების გაუქმებისა და დაგვიანების მიზეზი Microsoft Azure ღრუბლოვანი საცავის პლატფორმის გაუმართაობა გახდა.
ავიაკომპანიების გარდა, შეფერხებით მუშაობენ ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ტელე და რადიომაუწყებლები.
თავად კომპანია Microsoft-ში დღის ბოლოს განაცხადეს, რომ გლობალური გათიშვის ძირითადი მიზეზი უკვე აღმოფხვრილია.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა