2024 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლებმა ყველაზე მეტი Apple და Samsung მოწყობილობები შეიძინეს.
ამის შესახებ Counterpoint Research-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა მიუთითებს, რომ რთულ დროსაც კი მომხმარებლები უპირატესობას პრემიუმ სეგმენტის სმარტფონებს ანიჭებენ:10 სმარტფონიდან შვიდი 600 დოლარი და მეტი ღირს.
2024 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ბაზარზე ყველაზე პოპულარული სმარტფონი iPhone 15 Pro Max-ია.
იმავდროულად, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით Apple ოთხი მოდელის iPhone იყო ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ათეულში და მისი მძლავრი ფლაგმანი გახდა აბსოლუტური ბესტსელერი, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ფასი 1 199 დოლარიდან იყო.
პირველ ხუთში 4 ადგილი დარჩა iPhone-თან, გარდა მე-5 ადგილისა, რომელიც Samsung S24 Ultra-მ დაიკავა.
2024 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებით TOP-5 გაყიდვადი სმარტფონი:
Samsung S24 Ultra არის 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი Android მოწყობილობა. ძლიერი შესრულება ნაწილობრივ განპირობებულია Galaxy AI-ის ხელოვნური ინტელექტის მიღწევებით. ასევე რეიტინგში შეგიძლიათ იპოვოთ დაბალ ფასიანი Galaxy A15 და Galaxy A34.
ჩინური სმარტფონები რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე არ არიან წარმოდგენილი.
უახლესი