გასულ კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.41% წინა კვირასთან შედარებით და +17.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 207 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.95 - 49.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.16% წინა კვირასთან შედარებით და +9.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 266 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.30 - 33.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და +10.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.28 - 11.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 106 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი