ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა კარგი სერვისი და სასტუმროს უნიკალური ხედები კავკასიონზე, - ამის შესახებ „შატო დავითიანის“ თანამფლობელმა იაკობ ცენტერაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა.
„ორი წელია ადგილობრივ ბაზარზე ვოპერირებთ და 12 სასტუმრო ოთახი გვაქვს. სასტუმროს აქვს უნიკალური ხედები კავკასიონზე. წელს საკმაოდ მაღალი დატვირთულობა გვქონდა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო საქორწილო წვეულებებზე ბელორუსიდან“, - განაცხადა იაკობ ცენტერაძემ.
„შატო დავითიანს“ აქვს ღია აუზი, საბილიარდო სივრცე. 2025 წელს გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას.
„ვმართავთ რთველის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებს, რაც ძალიან მოსწონთ სტუმრებს. ზამთრის სეზონზე მომხმარებლებს ფასდაკლებებს ვთავაზობთ. ფასდაკლებები ძალაშია 30 დეკემბრის ჩათვლით. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციით "2+1 ღამე" დაჯავშნონ სასტუმრო ოთახი 2 ღამით და მიიღონ მე-3 ღამე საჩუქრად. ორადგილიანი ნომერი საერთო საწოლით და აივნით - 200 ლარი, სამადგილიანი ნომერი აივნით - 250 ლარი, სამადგილიანი ნომერი ტერასით - 270 ლარი, ორადგილიანი ნომერი ორი საწოლით და აივნით - 200 ლარი, კოშკის ორსართულიანი ნომერი - 330 ლარი, ორადგილიანი ნომერი ტერასით - 220 ლარი, ხოლო საოჯახო ნომერი - 280 ლარი ღირს. ღირებულებაში შედის საუზმე და გასართობი სივრცით (ბილიარდი და სამაგიდო ტენისი დღეში 1 საათით) სარგებლობა“, - აცხადებს სასტუმროს თანამფლობელი.
სასტუმრო „შატო დავითიანი“ კახეთში, სოფელ შილდასთან მდებარეობს.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო5 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი