Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია, როგორიც არის ტურიზმი.
მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მთავრობა თანმიმდევრულად ახდენს ინდუსტრიის განვითარებას.
„ყოველთვის ვსაუბრობთ თუ რა აქტივობებს ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რომელ ბაზრებზე ვაკეთებთ სწორებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იწყება ძალიან მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ისეთი ქალაქებისა და დაბების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულად აქტიური და აქტუალურია. საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს არაერთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გუდაურში ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
ვაწყობთ ახალ სასრიალო ტრასებს, ვავითარებთ ახალ კურორტებს და ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ერთის მხრივ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით.
მეორეს მხრივ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოს ტურისტული პროდუქტი და ინფრასტრუქტურა მუდმივად პასუხობდეს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოგზაურების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
ასევე კერძო სექტორთან ერთად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ასევე სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ქვეყნის მარკეტინგულ კამპანიებს, იმისთვის, რომ საერთაშორისო ინდუსტრიაში დავიმკვიდროთ თავი და მუდმივად გვქონდეს ჩვენი პოზიციონირება და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის წილი გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
უახლესი
28 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს