Business Insuder Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით, ცნობიერება ქვეყანაში დღეს მაინც დაბალია.
გიორგი ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ამის გამოსასწორებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი.
„პირველი - დაზღვევის მნიშვნელობა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება თუ რა არის დაზღვევა, ესაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის.
მეორე - დღეს საქართველოში არ გვაქვს მასობრივი სავალდებულო დაზღვევის სახეობა, რაც ზოგადად ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. აქ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, სადაც ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა 50-60-იან წლებში მიიღეს. გერმანია და საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ამ დონეზე არიან განვითარებულები. მანამდე ვიდრე მიღებდნენ ამ დაზღვევას იგივე დონეზე იყო ეს ბაზრები. ამან აქტიურად შეუწყო ხელი საცალო ბაზრის განვითარებას. ამიტომ ვფიქრობ, ერთია სოციალური მდგომარეობა და მოქალაქის დაცვა, ვგულისხმობ სავალდებულო ავტოდაზღვევას, რაც ხელს შეუწყობს დაზღვევის სექტორის განვითარებას. ვფიქრობ ესაა, მნიშვნელოვანი მეორე გამოწვევა.
მესამეა - თვითონ სადაზღვევო ინდუსტრიის სტაბილურობა და განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მოთამაშეებმა სწორად მართონ კომპანიები და სწორად მიაწოდოს მოქალაქეს, მოსახლეობასა და ბიზნესს იმ რისკს განფასება რაც რეალურია“, - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
უახლესი
47 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია