დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად საპრეზიდენტო არჩევნების ადმინისტრირება - გიორგი კალანდარიშვილი

სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად საპრეზიდენტო არჩევნების ადმინისტრირება - გიორგი კალანდარიშვილი

25-11-2024 16:48:00

რა ვადებშიც არ უნდა მოხდეს ჩანიშვნა, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მის ადმინისტრირებას, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების საკითხზე საუბრისას.

„როგორც იცით, ღნიშნული არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან როგორც იცით, ამ შემთხვევაში საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც კომისიის 300 ხმოსნიგან შედგება. შესაბამისად, აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ტექნიკურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს - პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები