დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა, პროექტის ლოკაცია მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე.
„ჩვენ არამხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ნებისმიერი პროექტის ჩანასახშივე ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ ლოკაცია იყოს მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე, არამხოლოდ პროექტი, არამედ გარშემო ობიექტებიც. ამ მხრივ გამონაკლისი არც „პარალელია“. პირველ რიგში აღვნიშნავ ლოკაციას, რადგანაც გარშემო მაცხოვრებლებისთვის ყველა ის ობიექტია, რომელიც მათთვის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია, მაგალითად ეს იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლი, საფეხბურთო მოედანი და რაღა თქმა უნდა ზღვა.
რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, აქ რა თქმა უნდა ისევე როგორც „მეტროპოლის“ ნებისმიერ პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. თვითონ გენერალური გემითაა გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ამცირებს ტენიანობას. ტენიანობის შემცირება კი ბათუმში ორმაგად და ათმაგად მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესში ყველა საერთაშორისო სტანდარტი იქნება დაცული“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი.
მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი რამდენიმე წუთის სავალზეა იმ ობიექტებიდან, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო მოედანი და რა თქმა უნდა, ზღვა. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიული შენობა იდგა, სადაც მცხოვრები 57 ოჯახი უახლეს საცხოვრებელ კორპუსში მიიღებს ბინას.
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი